სერგეი ლავროვსა და ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შორის, შეხვედრა 14 მაისს გაიმართება
ირანის ისლამური რესპუბლიკის საგარაეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ერთმანეთს შეხვდებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, მოჰამად ჯავად ზარიფისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა მოსკოვში შედგება, – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი და რუსული მედია-საშუალებები ავრცელებენ.
შეხვედრის თარიღი უკვე ცნობილია. ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელების შეხვედრა მოსკოვში, 14 მაისს გაიმართება. დაგეგმილი ვიზიტისა და შეხვედრის შესახებ, ინფორმაცია ორივე ქვეყნის საგარეო უწყებამ უკვე დაადასტურა.