ტრამპი კიმ ჩენ ინს 12 ივნისს შეხვდება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრის ზუსტი დრო და ადგილი უკვე ცნობლია. ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრა 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართება. ამის შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დონალდ ტრამპმა თავად დაწერა.
„შეხვედრა, რომელსაც ყველა ველით, კიმ ჩენ ინთან სინგაპურში, 12 ივნისს გაიმართება. ჩვენ ორივენი შევეცდებით, ეს მომენტი განსაკუთრებული გავხადოთ მსოფლიო მშვიდობისთვის“, – წერს ამერიკის პრეზიდენტი.
მანამდე ტელეარხი “ამერიკული მედია” ამ შეხვედრის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყებოდა, თუმცა, თარიღს არავინ აკონკრეტებდა. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შეხვედრა სინგაპურში, მაისის ბოლოს, ან ივნისის დასაწყისში გაიმართებოდა. ზუსტი თარიღის შესახებ კი, თავად პრეზიდენტმა, დღეს განაცხადა.