ისლამური სახელმწიფოს 5 მაღალჩინოსანი დააკავეს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ტვიტერის მეშვეობით განცხადება გაავრცელა, სადაც ის წერს, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მაღალჩინოსნი დააკავეს.
“ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი ავტორიტეტული ძებნილი ლიდერი ახლახან დააკავეს!“, – წერს ტრამპი.
პრეზიდენტი მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს არ ასაჯაროებს.
ისლამური სახელმწიფოს 5 მაღალჩინოსნის დაკავების შესახებ, „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ბრეთ მაკგერკმაც დაწერა. „ერაყის ძალებმა ერაყისა და სირიის სასაზღვრო რეგიონში „ისლამური სახელმწიფოს“ ხუთი მაღალჩინოსანი დააკავეს. ნაყოფიერი თანამშრომლობა „ისლამურ სახელმწიფოს“ გამარჯვებისკენ ყველა გზას უკეტავს“, – წერს მაკგერკი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები