ბორანზე დაღუპულთა რიცხვი 275 ადამიანამდე გაიზარდა
სამხრეთ კორეულ ბორან ,,სევოლზე“ დაღუპულთა რიცხვი 275 კაცამდე გაიზარდა. 29 ადამიანის გვამი ჯერ კიდევ არ უპოვიათ, ისინი ფორმალურად უკვე უგზო-უკვლოდ დაღუპულებად ითვლებიან, – ამის შეასხებ ,,იტარ-ტასი’’ სამხრეთ კორეის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. აცხადებენ, რომ წყალქვეშა სამუშაოები უამინდობის გამო შეწყდა. მაისის პირველ რიცხვებში მაშველებმა რამდენიმე გვამის აღმოჩენა შეძლეს გემის ჩაძირვის ადგილიდან 30 კილომეტრის მოშორებით.
სწორედ ამიტომ სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ დანარჩენი დაღუპულების პოვნა ვეღარ მოხერხდება.
შეგახსენებთ, რომ ბორანი ,,სევოლი“ სამხრეთ კორეის ნაპირებთან 16 აპრილს ჩაიძირა . გადარჩენილთა თქმით, ჩაძირვის დროს ეკიპაჟის წევრებს ხალხის ევაკუაციისთვის არავითარი ზომები არ მიუღიათ, ისინი მათ მხოლოდ სიმშვიდისკენ მოუწოდებდნენ. გარდა ამისა, უბედური შემთხვევის შესახებ საგანგაშო სიგნალი არა ეკიპაჟის წევრებისგან, არამედ შეშინებული ბავშვისგან შევიდა. ეკიპაჟის ყველა წევრი დაპატიმრებულია. კაპიტანს კი სამუდამო ციხე ელოდება.