მაკრონი ისრაელსა და ირანს ურთიერთობების დარეგულირებისკენ მოუწოდებს

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ისრაელსა და ირანს ურთიერთობების დარეგულირებისკენ მოუწოდა. მაკრონმა მიმართვა მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ, სირიის ტერიტორიაზე დისლოცირებულმა ირანულმა სამხედრო დანაყოფმა, ისრაელის მიმართულებით, სარაკეტო შეტევა განახორციელა, რასაც მალევე, ისრაელის მხრიდან, ირანული პოზიციების მასიური დაბომბვა მოჰყვა.
მაკრონის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი მუდმივად ადევნებს თვალს ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს და მხარეებს სიტუაციის დე-ესკალაციისკენ მოუწოდებს.
ცნობილია, რომ დღეს, ემანუელ მაკრონი გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შეხვდება, რა დროსაც, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს მიმოიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები