რუსეთი ისრაელსა და ირანს სიტუაციის დე-ესკალაციისკენ მოუწოდებს

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვის განცხადებით, რუსეთი შეშფოთებას გამოთქვამს ბოლო დღეებში ისრაელსა და ირანს შორის არსებული სამხედრო დაპირისპირების გამწვავებასთან დაკავშირებით და მხარეებს სიტუაციის დე-ესკალაციისკენ მოუწოდებს.
ცნობილია, რომ გუშინ, ისრაელის მიმართულებით, სირიაში დისლოცირებულმა ირანულმა სამხედრო შენაერთმა, ისრაელის ტერიტორიაზე მდებარე გოლანის მთაზე, სარაკეტო შეტევა განახორციელა.
„სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია და დაფიქრებას საჭიროებს. აუცილებელია გარკვეული სამუშაოების ჩატარება სიტუაციის დე-ესკალაციისთვის“,-აღნიშნა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები