ერევნის მერმა თანამდებობა დატოვა
გავრცელებული ინფორმაციით, ერევნის მერმა ტარონ მარგარიანმა, დაკავებული თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია-საშუალებები იუწყებიან.
დღეს, ერევანში, საპროტესტო აქცია დილიდან იმართებოდა, სადაც სომხეთის დედაქალაქის მერის თანამდებობიდან გადადაგომას მოითხოვდნენ.
აქციის მონაწილეები ქალაქის მერს უმოქმედობასა და მოქალაქეების წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებდნენ.
აქციის ფარგლებში, მომიტინგეებმა ერევნის ერთ-ერთი მთავარი ქუჩის გადაკეტვაც მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ცნობისათვის, ერევნის უკვე გადამდგარი მერი, სომხეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ანდრონიკ მარგარიანის ვაჟია. ტარონ მარგარიანს ერევნის მერის თანამდებობა 2011 წლიდან ეკავა.