ბერლუსკონის მრჩეველს 7-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

    იტალიის უმაღლესმა სასამართლომ სილვიო ბერლუსკონის მრჩეველს 7- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 72 წლის ყოფილი სენატორი მარჩელო დელ უტრი მაფიის ბოსებთან მჭიდრო კავშირშია ბრალდებული.
გამოძიების მტკიცებით, მსგავსი კავშირი მას უკვე 50 წელია თითქმის ყველა კრიმინალური დაჯგუფების უფროსთან აქვს. გამოძიება საქმესთან დაკავშირებით 18 წელია მიმდინარეობს, თუმცა აქამდე დელ უტრის დანაშაულის დამტკიცება არ ხერხდებოდა.
სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები