ისრაელმა, სირიაში მდებარე ირანულ ბაზებზე, მასიური საჰაერო შეტევა განახორციელა
ღამის სარაკეტო დარტყმების საპასუხოდ, ისრაელის ავიაციამ სირიაში განთავსებულ ირანის ათობით ობიექტზე და საჰაერო თავდაცვის სისტემებზე იერიში მიიტანა. ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას.
უწყების განცხადებით, იერიშის სამიზნეები ირანულ დაჯგუფება „ალ-ქუდსს“ ეკუთვნოდა, რომელიც სირიის ტერიტორიაზეა დისლოცირებული.
ისრაელის მიერ დაბომბილ ობიექტებს შორისაა დამასკოს ჩრდილოეთით მდებარე ირანული სამხედრო ბანაკი, დამასკოს აეროპორტში არსებული იარაღის საწყობები, სათვალთვალო პუნქტები და სხვა ობიექტები. „ასევე განადგურებულია ავტომობილი, რომლიდანაც ისრაელის მისამართით რაკეტები იყო გაშვებული“, – განაცხადეს ისრაელის თავდაცვის არმიაში.
ისრაელის შეიარაღებული ძალების ოფიციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ისრაელის ხელისუფლებამ წინასწარ აცნობა რუსეთს სირიაზე ავიადარტყმის განხორციელების შესახებ. მისივე თქმით, ყველა მოიერიშე თვითმფრინავი მშვიდობით და დანაკარგის გარეშე დაბრუნდა ბაზაზე. ისრაელის წარმომადგენელმა ასევე აღნიშნა, რომ დანადგარიდან გაშვებული ყველა რაკეტა დასახულ მიზანს მოხვდა და არცერთი მათგანი არ ჩამოვარდნილა ისრაელის მეირ კონტროლირებად ტერიტორიაზე.