ინდოეთში მომხდარმა ქვიშის ქარიშხალმა 12 ადამიანი იმსხვერპლა
ინდოეთში მომხდარი ქვიშის ქარიშხლის შედეგად, მინიმუმ 12 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იტყობინება. შემთხვევა უტარ-პრადეშის შტატში მოხდა. ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილები, შტატის სხვადასხვა ქალაქში, პოლიციის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს.
ცნობისათვის, ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ინდოეთში, უკვე მეორე ქვიშის ქარიშხალი მოხდა. პირველი ქარიშხლის შედეგად 134 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 400-მა ადამიანმა დაზიანებები მიიღო. პირველი შემთხვევის დროსაც, გარდაცვლილთა უმეტესობა უტარ-პრადეშის შტატის მაცხოვრებელი იყო. გვამები სამართალდამცველებმა უმეტესად შტატში მდებარე ტაჯ-მაჰალის მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს. პოლიცია არ გამორიცხავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდოს.