კენიაში, წყლის დამბის გარღვევის შედეგად, 20 ადამიანი გარდაიცვალა
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კენიაში მომხდარი წყლის დამბის გარღვევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი, 20-მდე გაიზარდა.
მანამდე მედიაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დამბის დაზიანების შედეგად, 8 ადამიანი იყო გარდაცვლილი.
სუბუკიას რეგიონში მდებარე წყლის დამბა „პატელის“ გარღვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. მომხდარის შედეგად, დამბის სიახლოვეში მდებარე მჭიდოდ დასახლებული რამდენიმე სოფელი დაიტბორა. ინციდენტის შედეგად, 2500-მდე ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების განაცხადებით, ამ წუთებში, ხსენებული რეგიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.
არსებობს ვარაუდები, რომ შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს, რადგან დატბორვა გვიან ღამით მოხდა, როდესაც მოსახლეობას სახლებში ეძინა.