დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრის ადგილი ცნობილია
ამერიკული მედია-საშუალების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა, ივნისის დასაწყისში, სინგაპურში გაიმართება. ამის შესახებ ტელეარხი Fox News-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ცნობილია, გუშინ, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერთან, კიმ ჩენ ინთან შეხვედრის დრო და ადგილი სამ დღეში გახდებოდა ცნობილი.
Associated Press-ი თეთრი სახლის ადმინისტრაციაში, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ არსებული ინფორმაციით, სინგაპური დაგეგმილი შეხვედრისთვის ყველაზე ოპტიმალურ ლოკაციადაა მიჩნეული, რომელიც მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ან ივნისის დასაწყისში გაიმართება.