სომალიში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

სომალის დედაქალაქ მოგადიშოდან, 70 კილომეტრის მოშორებით მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე 11 ადამიანი დაიღუპა, 10 კი დაშავდა. მომხდარის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, აფეთქება პიკის საათის დროს, ქალაქ ვანლავეინის ღია მარკეტზე მოხდა.
„გარდაცვლილია 11 ადამიანი, 10-ზე მეტი დაშავებული მძიმე მდგომარეობაში ჰოსპიტალებშია გადაყვანილი“, – განაცხადა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა მოჰამედ აბდიკარიმოვმა.
პოლიციამ, დეტალების დასადგენად, გამოძიება უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე მომხდარზე პასუხისმგებლობა არცერთ დაჯგუფებას არ აუღია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები