კილაუეას ვულკანის კრატერიდან ლავის მასიური ამოფრქვევა მიმდინარეობს (ვიდეო)
დღეს დილით, ჰავაის კუნძულზე მდებარე ვულკან კილაუეას მორიგი ამოფრქვევა მოხდა. ვულკანის კრატერიდან ამოსროლილი ლავა უკვე დასახლებულ პუნქტებშია. გარკვეული ტერიტორიიდან, კუნძულის მმართველებმა, მოახერხეს მაცხოვრებლების ევაკუაცია. განადგურებულია ათობით სახლი, მაგისტრალები და ტყის მასივი. სეისმოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, ვულკანის ამოფრქვევის გამო, კუნძულზე რეგულარულად შეინიშნება მიწისქვეშა ბიძგები. ყველაზე ძლიერი რყევები 2 დღის წინ დაფიქსირდა, როდესაც ბიძგების სიმძლავრემ 6,9 მაგნიტუდა შეადგინა.