მარიუპლოში 10 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა

   დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში 10 მაისი გლოვის დღედ გამოცხადდა. წუხელ მომხდარი შეტაკების დროს გარდაიცვალა 7 ადამიანი და 39 დაიჭრა. ქალაქ მარიუპოლის საქალაქო საბჭომ დაღუპულთა ოჯახებს და ახლობლებს თანაგრძნობა გამოუცხადა.
შეგახსენებთ, 9 მაისს მარიუპოლში უკრაინელი ძალოსნები ცდილობდნენ მილიციის შენობის შტურმით აღებას, მილიციის თანამშრომლებმა მათ წინააღმდეგობა გაუწიეს. ოპერაციის შდეგად 7 ადამიანი გარდაიცვალა, 39 კი დაიჭრა. ხანძრის შდეგად შენობა მთლიანად დაიწვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები