მაიკლ პომპეო, ჩრდილოეთ კორეიდან, სამ ამერიკელ პატიმართან ერთად ბრუნდება

გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, მაიკლ პომპეომ მასპინძელ მხარესთან მოლაპარაკებების შედეგად, ჩრდილოეთ კორეის მიერ შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრებული სამი ამერიკელი სამშობლოში გამოამგზავრა.
ფაქტს უკვე გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალტ ტრამპი. „დიდი სიხარულით მინდა გაცნობოთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკლ პომპეო, ჩრდილოეთ კორეიდან, უკვე სამშობლოში მოემართება იმ სამ ჯენტლმენთან ერთად, რომელთა ბედი მთელს ქვეყანას აღელვებს“-აღნიშნა ტრამპმა.
დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ის აუცილებლად პირადად დახვდება აეროპორტში მაიკლ პომპეოს და ამერიკის სამ მოქალაქეს, რომლებიც ჩრდილოეთ კორეაში შპიონაჟის ბრალდებით სასჯელს იხდიდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები