სომხეთის პრეზიდენტი მზადაა, ფაშინიანთან ითანამშრომლოს

სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა განაცხადა, რომ მზადაა ითანამშრომლოს ქვეყნის ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ, ნიკოლ ფაშინიანთან.
„მე მზად ვარ თანამშრომლობისთვის. გუშინ ბატონ ფაშინიანთან უკვე ვისაუბრე. მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეხვედრა ჩვენს შორის პირველი არ ყოფილა. პრეზიდენტის ვალია, მხარი დაუჭიროს ყველა კარგ წამოწყებას, რის ინიცირებასაც მთავრობა მოახდენს“,-აღნიშნა სარქისიანმა.
პრეზიდენტმა ასევე მოუწოდა ფაშინიანს, რაც შეიძლება მალე დაასრულოს მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესი. სომხეთის მოქმედი კანონმდებლობით კი, ფაშინიანს დანიშვნიდან 15 დღე აქვს მინისტრთა კაბინეტის ფორმირებისათვის.
ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის ხელმძღვანელად ხანგრძლივი და მასობრივი საპროტესტო აქციების წყალობით დაინიშნა. მანამდე კი, საპროტესტო აქციების გამო, მაშინდელ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრ სერჟ სარგსიანს თანამდებობის დატოვება მოუწია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები