ირანის მოკავშირე ჰუსიტებმა, საუდის არაბეთის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს

იემენის მმართველმა ჰუსიტური მოძრაობის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს, რომ საუდის არაბეთის მიმართულებით, ბალისტიკური რაკეტები გაუშვეს. არსებული ინფორმაცია საუდის არაბეთმაც დაადასტურა და აღნიშნა, რომ ბალისტიკური რაკეტების გაუვნებელყოფა, საუდის არაბეთის დედაქალაქის თავზე, ანტი-სარაკეტო სისტემამ მოახერხა.
სიტუაცია იემენსა და საუდის არაბეთს შორის მაშინ დაიძაბა, როდესაც საუდის არაბეთმა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ირანთან არსებული შეთანხმების დატოვებას მხარი დაუჭირა.
იემენში, სამოქალაქო ომი უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს, საუდის არაბეთი კი, პროცესებში 3 წლის წინ ჩაერთო. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც იემენში, სამთავრობო გადატრიალების შედეგად, ქვეყნის სათავეში ჰუსიტები მოვიდნენ, ხოლო კანონიერი გზით არჩეული პრეზიდენტი, ქვეყნიდან განდევნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები