“საქართველოს მოქალაქეების მიერ, გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია იკლებს”

პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, თამარ ხულორდავას ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მიერ, გერმანიაში თავშესაფრის მოთხოვნის ტენდენცია იკლებს. მისივე თქმით, ეს მნიშვნელოვანია საქართველოს პოლიტიკური რეპუტაციისთვის და ევროპული მომავლისთვის.
„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ ყველა ჩვენს პარტნიორთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, გერმანიასთან და იმ ქვეყნებთან, სადაც არის გარკვეული წუხილი საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გერმანია არის ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ორმხრივი თანამშრომლობა გერმანიასთან და ამ ურთიერთობის შედეგად, უკვე ვხედავთ, რომ ის ტენდენცია არის შეცვლილი – ანუ ზრდის ტენდენცია არის შეცვლილი კლების ტენდენციით. იმედი მაქვს, რომ ეს ასე დარჩება, რადგანაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პოლიტიკური რეპუტაციისთვის, ჩვენი ევროპული მომავლისთვის, რომ გავუფრთხილდეთ იმ მონაპოვარს, რომელიც ჩვენ გვაქვს ვიზალიბერალიზაციის სახით“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები