ინდონეზიაში, პოლიციასა და ისლამისტებს შორის შეტაკებისას, 6 ადამიანი გარდაიცვალა
ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტასთან ახლომდებარე მკაცრი რეჟიმის ციხეში მომხდარი ინციდენტის დროს, 6 ადამიანი გარდაიცვალა. მანამდე ცნობილი გახდა, რომ ციხეში, პოლიციასა და ისლამისტ პატიმრებს შორის, დაპირისპირება მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია სპეციალური დანაყოფის მებრძოლი და ტერორიზმთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს თანამშრომელი.
მანამდე კი, ცნობილი გახდა, რომ ისლამისტებთან მოლაპარაკებების გამართვას, სამართალდამცველები შეეცადნენ, თუმცა პროცესის უშედეგოდ დასრულების შემდეგ, სამთავრობო ძალებმა ციხე შტურმით აიღეს.