თურქეთის პრეზიდენტი: ამერიკა ბევრად მეტს წააგებს შეთანხმებიდან გამოსვლით, ვიდრე ირანი

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაეპ ერდოღანის განცხადებით, ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლით, ამერიკის შეერთებული შტატები ბევრად უფრო წამგებიან პოზიციაში აღმოჩნდება, ვიდრე თავად ირანი. თურქეთის პრეზიდენტმა ამის შესახებ CNN-თან საუბრისას განაცხადა.
ერდოღანმა ტელეკომპანიასთან საუბრისას ასევე, აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, მის მიერვე შედგენილ ხელშეკრულებაში ეპარებოდა ეჭვი, რის გამოც, საბოლოოდ შეთანხმება დატოვა კიდეც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები