ისრაელმა სირიის დაბომბვა განაახლა
სირიის ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა სირიის დამომბვა განაახლა. ადგილობრივი მედია აღნიშნავს, რომ ჭურვებმა სირიის ტერიტორიაზე მას შემდეგ შემოაღწიეს, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ განცხადება გააკეთა.
ებრაული მხარის განცხადებით კი, სირიის ტერიტორიაზე დაფიქსირდა ირანული სამხედრო ძალების აქტივობა, რასაც ადეკვატური რეაგირება მოყვა ისრაელის მხრიდან. ისრაელის თავდაცვის უწყებაში აღნიშნავენ, რომ გოლენის მაღლობზე უკვე მოხდა დამატებითი საჯარისო დანაყოფების მობილიზება და აქტიურად მიმდინარეობს სანგრების გათხრა.
აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებიდან ზუსტად 2 საათში, სირიის ტელევიზიამ დამასკოს სიახლოვეში მდებარე კისვეჰის ტერიტორიის დაბომბვის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.
ცნობილია, რომ ბაშარ ალ ასადს, 7-წლიანი ომის წარმოებაში, უკვე დიდი ხანია, რაც ირანი და ლიბანი ეხმარება, ხოლო ისრაელი მათ წინააღმდეგ პერიოდულად ახორციელებს საჰაერო დარტყმებს, რასაც აქტიურად უჭერს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები.