ჩინეთში აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა

ჩინეთში მომხდარი აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ჩინეთის მედიასაშუალებები ავრცელებენ. არსებული ინფორმაციით, აფეთქება ქვანახშირის საბადოზე მოხდა, რომელიც ჩინეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.
უბედური შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. პირველადი ინფორმაციის თანახმად, ქვანახშირის საბადოში გაზი დაგროვდა, რამაც მძლავრი აფეთქება გამოიწვია. მომხდარის შედეგად, ამ ეტაპზე, 5 ადამიანის გარდაცვალების შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფი, პოლიცია და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები