მაიკლ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტით იმყოფება
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. ადგილობრივი მედია-საშუალებების ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, შესაძლოა, სამშობლოში ამერიკის სამ მოქალაქესთან ერთად დაბრუნდეს, რომლებიც, ამჟამად, ჩრდილოეთ კორეაში პატიმრობაში იმყოფებიან.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის ფარგლებში, მაიკლ პომპეო ჩრდილოეთ კორეის ლიდერ, კიმ ჩენ ინსა და დონალდ ტრამპის შეხვედრის თარიღს გაარკვევს.