მარიუპოლში შეტაკებისას მილიციის უფროსი დაიღუპა
დონეცკის ოლქის ქალაქ მარიუპოლში სეპარატისტებსა და უკრაინელ ძალოვანებს შორის საბრძოლო შეტაკების შედეგად, ადგილობრივი მილიციის უფროსი ვიქტორ საენკო დაიღუპა. ამის შესახებ უმაღლესი რადის დეპუტატმა ოლეგ ლიაშენკომ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა. მილიციის უფროსი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა.
დონეცკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქალაქ მარიუპოლში სეპარატისტებსა და უკრაინელ ძალოვანებს შორის საბრძოლო შეტაკების შედეგად გუშინ 7 უკრაინელი ძალოვანი დაიღუპა, 39 კი დაიჭრა. უკრაინულმა მხარემ ოპერაციისას 20 ტერორისტი გაანადგურა.