ირანელმა პარლამენტარმა დონალდ ტრამპის გონებრივი შესაძლებლობები ეჭვქვეშ დააყენა

ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის წევრმა, ალი ლარიჯანმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა, რა დროსაც აღნიშნა, რომ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, ამერიკამ დატოვოს ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმება, მეტყველებს იმაზე, რომ ტრამპს გონებრივი შესაძლებლობები შეზღუდული აქვს.
„ტრამპის მიერ ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის გადაწყვვეტილება იმაზე მეტყველებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს გონებრივი შესაძლებლობების დეფიციტი გააჩნია, ამ საკითხთან მიმართებაში“-აღნიშნა ირანის პარლამენტის წევრმა.
ცნობისათვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ტოვებდა ირანთან არსებულ შეთანხმებას ბირთვული იარაღის თაობაზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ირანს კვლავ დაუწესებდა უმძიმეს სანქციებს, რომლებიც 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები