ჰილარი კლინტონმა ტრამპის გადაწყვეტილებას „დიდი შეცდომა“ უწოდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა და ამერიკის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, ჰილარი კლინტონმა დონალდ ტრამპის მიერ ირანთან არსებული შეთანხმებიდან გამოსვლას, „დიდი შეცდომა“ უწოდა და აღნიშნა, რომ სანქციების დაწესება ირანზე გაცილებით რთულად მისაღწევი იქნება.
„ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლა, დიდი შეცდომა იყო. ახლა ირანი ბევრად უფრო საშიშია, ვიდრე ადრე. საინტერესოა, თუ არსებობს გეგმა „ბ“… თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ქვეყნის დაბომბვაა გამოსავალი ამ პრობლემიდან, ესე იგი მათ, ამ საკითხის შესახებ, არაფერი იციან“- აღნიშნა ჰილარი კლინტონმა.
ცნობისათვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ტოვებდა ირანთან არსებულ შეთანხმებას ბირთვული იარაღის თაობაზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ირანს კვლავ დაუწესებდა უმძიმეს სანქციებს, რომლებიც 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები