რუანდაში მეწყერმა 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა

ჩრდილოეთ რუანდაში, ინტენსიური წვიმების შედეგად გამოწვეულმა მეწყერმა, მინიმუმ 18 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მეწყერამდე, მოსახლეობის სახლები ჯერ ნიაღვარმა დატბორა, შემდეგ კი, მიწის მასების დაძვრაც მოხდა. შედეგად, 18 ადამიანია გარდაცვლილი, 10-მდე ადამიანს კი ამ დრომდე ეძებენ.
რუანდაში იანვრიდან წვიმების სეზონი დაიწყო. ბოლო რამდენიმე თვეში, ქვეყნის მასშტაბით მომხდარი ნიაღვრებისა და მეწყერების გამო, უკვე 200-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი.
განადგურებულია 7 ეკლესია, 58 მაგისტრალი და 10000-მდე საცხოვრებელი სახლი. დანაკარგისა და ზარალის აღრიცხვა ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები