ასტანაში, ქარმა ბატუტი მოგლიჯა, რომელზეც ბავშვები იყვნენ (ვიდეო)
ასტანაში, ქარმა დიდი ზომის ბატუტი მოწყვიტა, რომელზეც ბავშვები თამაშობდნენ. ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 5 ბავშვი, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით უცნობია. რესპუბლიკის შსს-ს განცხადებით, ადგილზე მუშაობენ პოლიცია და მედიკოსები. არსებული ინფორმაციით, ჩამოწყვეტის მიზეზი ძლიერი ქარია.
აღსანიშნავია, რომ ყაზახური მედიის ცნობით, სინოპტიკოსებმა დღეისთვის საშტორმო გაფრთხილება წინასწარ გაავრცელეს.