ტუნისში მომხდარ სარკინიგზო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 60 კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი
ტუნისის დედაქალაქის მახლობლად, სარკინიგზო კატასტროფა მოხდა. არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ორი სამზგავრო მატარებელი ერთმანეთს შეეჯახა.
ბენ-არუსის რეგიონის გუბერნატორის განცხადებით, ამ დროისთვის გარდაცვლილია ერთი, ხოლო დაშავდა 60 ადამიანი. დაშავებულთაგან 2 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულია. გუბერნატორმა, ასევე, ხაზგასმით აღნიშნა, რომ მონაცემები ყოველ წუთს იცვლება.
ამ ეტაპზე დგინდება მხოლოდ ის, რომ გაურკვეველი მიზეზების გამო, ორი მატარებელი ერთი და იგივე ლიანდაგზე ერთდროულად აღმოჩნდა, რამაც შეჯახება გარდაუვალი გახადა.