მექსიკაში ერთდროულად 119 პოლიციელი დააკავეს
მექსიკის შტატ პუებლას გენერალურმა პროკურორმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შტატში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ერთდოულად პოლიციის 119 თანამშრომლის დაკავება განხორციელდა.
დაკავებულთა შორის არიან პუებლას შტატის ქალაქ სან-მარტინ-ტექსმელუკანის პოლიციის უფროსი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი. დაკავებულებს ბრალი ედებათ ნარკოკარტელების მფარველობასა და, ქრთამის სახით, მილიონობით დოლარის აღებაში. სპეცოპერაციის პარალელურად, ქვეყნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამინისტრომ პუებლას შტატში კიდევ 185 პოლიციელს ჩამოართვა იარაღი და აუკრძალა სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმიანობა ნარკოკარტელებთან კავშირების ქონის გამო.