დონალდ ტრამპმა ამერიკის კონგრესს კორეის ნახევარკუნძულზე სამხედრო კონტიგენტის შემცირება შესთავაზა
New York Times-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრაპმა კონგრესს უკვე შესთავაზა სამხრეთ კორეის ტერიტორიაზე, ამერიკული სამხედრო კონტინგენტის შემცირების შესაძლებლობის განხილვა. გამოცემა ასევე იტყობინება, რომ ამერიკული ჯარების სრული გამოყვანა სამხრეთ კორეიდან არ იგეგმება, თუმცა ჯარის შემცირება შესაძლოა სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების დარეგულირებას დაეხმაროს.
ამ ინიციატივის გაჟღერებამდე კი სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა საჯაროდ მიმართა ამერიკის მთავრობას თხოვნით არ გაეყვანა მისი ქვეყნიდან საჯარისო შენაერთები. მუნ ჯაე-ინის თქმით, ამერიკული ჯარები კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის შენარჩუნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გარანტორია.