ეგეოსის ზღვაში თურქული ხომალდი ბერძნული სამხედრო ხომალდის განგებ დაზიანებას შეეცადა
არსებული ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაში, საზღვაო ინციდენტი მოხდა. თურქული სატვირთო გემი, ბერძნული სამხედრო ხომალდის განგებ დაზიანებას შეეცადა. ინციდენტი ეგეოსის ზღვაში გამთენიისას მოხდა.
ბერძნული მედიის ინფორმაციით, თურქული სატვირთო გემი ბერძნული მხარის საზღვაო ტრანსპორტის დაზიანებას შეეცადა და მილიმეტრებში ჩაუარა ხომალდს, რის შემდეგაც კვლავაც თურქეთის მიერ კონტროლირებადი აკვატორიისკენ გაემართა სწრაფი ტემპით.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
ბოლო პერიოდში ურთიერთობები ათენსა და ანკარას შორის უკიდურესად დაიძაბა. თურქეთი ეგეოსის ზღვაში არსებულ რამდენიმე ბერძნულ კუნძულზე პრეტენზიას აცხადებს და საბერძნეთის საზღვაო აკვატორიეში ხშირად უკანონოდ იჭრება.