მექსიკაში ქალაქის მერი მოკლეს
მექსიკის იდალგოს შტატშის ქალაქ პაკულაში, ქალაქის მერი მოკლეს. ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ქალაქის მერი ერთ-ერთ სოფელში მიემგზავრებოდა, როდესაც ის გზაზე გააჩერეს, თითქოსდა, მომხდარი ავტოავარიის გამო. როგორც კი ქალაქის მერი მანქანიდან გადმოვიდა, მისი მიმართულებით, ცეცხლსასროლი იარაღიდან ცეცხლი გახსნეს.
მომხდარის შემდეგ, პოლიციამ ფართო მასშტაბიანი სპეცოპერაცია ჩაატარა რეგიონში, თუმცა ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა.
ანალოგიური შემთხვევები მექსიკაში 2017 წელსაც დაფიქსირდა. ქვეყნის მთავრობის არაერთი მცდელობის და მოქმედი კანონმდებლობის გამკაცრების მიუხედავად, შეკვეთილი მკვლელობების მაჩვენებლი ქვეყანაში მაინც მაღალია.