ნიკარაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციისას 6 ადამიანი დაჭრეს

ნიკარაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციის მსვლელობისას, მინიმუმ 6 ადამიანი დაიჭრა, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
სისხლიანი შეტაკება ნიკარაგუას დედაქალაქ მანაგუაში მიმდინარე საპროტესტო აქციისას მოხდა, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები და მანაგუას ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.
ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა 18 აპრილს აგორდა, მას შემდეგ, რაც მთავრობამ ხელფასებიდან თანხის ჩამოჭრის ახალი მოდელის დანერგვა გადაწყვიტა, რომლის მიხედვითაც სოციალური დაზღვევის ფონდები უფრო იხეირებენ, ვიდრე მოქალაქეები.
ნიკარაგუას პრეზიდენტმა, დანიელ ორტეგამ რეფორმის გატარებაზე უკვე უარი განაცხადა, თუმცა ქვეყანაში ვნებათაღელვა მაინც არ ცხრება. 18 აპრილიდან დაწყებული მასობრივი საპროტესტო აქციების და პოლიციასთან შეტაკეკების შედეგად, ათეულობით ადამიანია გარდაცვლილი. ორტეგამ უკვე მზადყოფნა გამოთქვა, დიალოგი და მოლაპარაკებები აწარმოოს აქციის მონაწილეებთან, თუმცა აქციის ლიდერები წინადადებას არ თანხმდებიან და დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვენ, აქციებზე მოკლული ადამიანების საქმეების გამოსაძიებლად და დამნაშავე სამართალდამცველების დასაკავებლად. ულტიმატუმის შეუსრულებლობის შემთხვევაში მანიფესტაციის ლიდერები სიტუაციის კიდევ უფრო დაძაბვას აანონსებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები