ამერიკის ქალაქ ნეშვილში მომხდარი სროლის შედეგად, 4 ადამიანი დაიჭრა
ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნეშვილში მდებარე სავაჭრო ცენტრში მომხდარი სროლის შესახებ, ინფორმაციას ადგილობრივი მედია-საშუალებები ავრცელებენ.
ტელეარხ WSMV-ის ინფორმაციით, სროლის შედეგად 4 ადამიანი დაიჭრა. პოლიცია მომხდარს უკვე გამოეხმაურა. ნეშვილის პოლიციის სპიკერის განცხადებით, ერთ-ერთი მსროლელი უკვე დაკავებულია, ხოლო მეორე ეჭვმიტანილს პოლიცია მთელი ქალაქის მასშტაბით აქტიურად ეძებს. გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ დაჭრილთაგან ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების მიერ კრიტიკულად შეფასდა. „ჩვენი წარმომადგენლები Opry Mills-ის სავაჭრო ცენტრში იმყოფებიან. ერთ-ერთი დაჭრილი ვენდერბილტის ჰოსპიტალში მოათავსეს, მისი მდგომარეობა კრიტიკულია“,- ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე ინციდენტის სხვა დეტალები უცნობია. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულები.