ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა (ფოტო)

ოთხი ადამიანი დაშავდა ბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

„ოთხივე დაშავებული საკუთარი მოთხოვნით კლინიკა „ბაოში“ გადავიყვანეთ. ოთხივე მათგანი კონტაქტურია და მათ სერიოზული დაზიანებები არ აღენიშნებათ“, – განაცხადა პირველ არხთან ბათუმის სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელმა მინდია კახიძემ.

ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რამდენიმე წუთით მოძრაობა შეიზღუდა გორგილაძის ქუჩაზე.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

წყარო: პირველი არხი

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები