ინდოეთში, ჯგუფურად გაუპატიურების შემდეგ, 2 მოზარდიდან ერთ-ერთმა თავი მოიკლა
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ინდოეთში ორი მოზარდი ჯგუფურად გააუპატიურეს. სხვადასხვა სააგენტო წერს, რომ ინდოეთში, ეპიდემიასავით მოდებული სექსუალური ძალადობის ტალღა, ვერც მთავრობის მიერ კანონმდებლობის გამკაცრებამ შეაჩერა.
ცნობილია, რომ ძალადობის მსხვერპლთაგან ერთ-ერთმა, ჯგუფური გაუპატიურების შემდეგ, თავი მოიკლა. პოლიციას კი, ამ დროისთვის, ეჭვმიტანილიც არ ჰყავს.
პოლიციის ინფორმაციით, ორივე მსხვერპლი არასრულწლოვანია. 16 წლის მოზარდი 8 უცნობმა მამაკაცმა, ხოლო 18 წლის ახალგაზრდა ქალი ხუთმა თავდამსხმელმა გააუპატიურა. ორივე შემთხვევა გუშინ ღამით, ნიუ დელიში მოხდა.
პოლიციის განცხადებით, ორივე გოგონა უცნობს მანქანაში ჩაუჯდა, რომელმაც მათ უახლოეს გაჩერებამდე მიყვანა შესთავაზა.
ბოლო პერიოდში ინდოეთის ტერიტორიაზე გახშირებული ძალადობრივი ფაქტების გათვალისწინებით, ქვეყნის მთავრობამ მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა, რომლის მიხედვით, არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, დამნაშავეს სამუდამო პატიმრობა ელის.