ინდოეთში, უხვი ნალექის შედეგად, 23 ადამიანი გარდაიცვალა, 100 კი დაშავდა

მშრალი სეზონის დასრულებისთანავე, ინდოეთის რამდენიმე შტატში უხვი ნალექი ერთდროულად მოვიდა.
ადგილობრივი მედია-საშუალებების ინფორმაციით, ნიაღვარმა და ძლიერმა ქარმა შენობები დააზიანა და ქუჩები გაუვალი გახადა. ადგილობრივი სასწავლებლის კედლის ჩამოშლის შედეგად კი, 23 ადამიანი გარდაიცვალა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სამკურნალო დაწესებულებებში, 100-ზე მეტია ადამიანია მოთავსებული.
მთავრობის წარმომადგენლები ინდოეთის მთელ რიგ შტატებსა და ქალაქებში, ზარალს ითვლიან და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ძებნა მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები