სომალიში წითელი ჯვრის გერმანელი თანამშრომელი შეიარაღებულმა პირებმა გაიტაცეს
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, კენიაში შეიარაღებულმა პირებმა წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის ადმინისტრაციის გერმანელი თანამშრომელი გაიტაცეს.
„ჩვენ, გატაცების შესახებ მაშინვე გვაცნობეს. ამჟამად სამძებრო სამუშაოები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს“-ამის შესხებ ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა.
თავდასხმისას შეიარაღებული პირები წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის შტაბ-ბინაში შეიჭრნენ და გერმანიის მოქალაქის მძევლად აყვანის შემდეგ, უვნებლად დატოვეს შენობა. რეგიონში უკვე ჩავიდა გერმანიის ელჩი და კონსული. ამ დროისათვის უცნობია, თუ რა მიზნები ამოძრავებდათ თავდამსხმელებს და ცოცხალია თუ არა მედიცინის გერმანელი მუშაკი.