მალიში რადიკალმა ისლამისტებმა 16 ადამიანი მოკლეს
სამხრეთ მალიში, რადიკალური ისლამური დაჯგუფების წევრებმა, თავდასხმის დროს, 16 მშვიდობიანი ტუარეგი გამოასლმეს სიცოცხლეს.
შემთხვევა ქალაქ ტიმბიდავენში მოხდა, რომელიც მალის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს.
ადგილობრივი პოლიციელის განცხადებით კი, რადიკალური ისლამის მიმდევრებმა16 მშვიდობიანი მოქალაქე დემონსტრაციულად სიკვდილით დასაჯეს.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ 16 ადამიანის სიკვდილით დასჯის შემდეგ, ჯიჰადისტებმა სოფელში მდებარე საცხოვრებელი სახლები გადაწვეს. არსებობს ვარაუდი, რომ ხანძრის დროს, სახლებში არაერთი ადამიანი დაიწვა. ხანძარზე პოლიცია ამ დროისთვის კომენტარს არ აკეთებს.
ცნობისათვის, მალის სამხრეთ ნაწილში მსგავსი ტერორისტული აქტი 1 კვირის წინაც მოხდა, რა დროსაც რადიკალმა ისლამისტებმა 40 მშვიდობიანი მოსახლე გამოასალმეს სიცოცხლეს.