ბენიამინ ნეთანიაჰუმ პალესტინის ლიდერი ანტი-სემიტიზმში დაადანაშაულა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, სირიის ლიდერი, მაჰმუდ აბასი ანტი-სემიტიზმსა და ჰოლოკოსტის მსხვერპლთა უპატივცემულობაში დაადანაშაულა. ეს განცხადება ბენიამინ ნეთანიაჰუმ მას შემდეგ გააკეთა, რაც პალესტინის ლიდერმა, მაჰმუდ აბასმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროპაში ებრაელების დევნა, მათივე საქციელმა გამოიწვია.
ებრაულმა რელიგიურმა ჯგუფებმა და დიპლომატებმა ასევე მკაცრი შეფასებები მისცეს აბასის გამოსვლას პალესტინის ეროვნულ საბჭოზე, რა დროსაც მან აღნიშნა, რომ ებრაელებს საუკუნეების მანძილზე სდევნიდნენ არა მათი რელიგიის, არამედ მათი მევახშეობისადმი მიდრეკილებისა და ბანკირობის გამო. აბასის თქმით, ებრაელების დევნა ევროპის ტერიტორიაზე ჯერ კიდევ მე-11 საუკუნიდან მიმდინარეობდა, რასაც ჰოლოკოსტზე არანაკლები მასშტაბები გააჩნდა.
ბენიამინ ნეთანიაჰუმ, მსოფლიო ლიდერებს, აბასის გამოთქმების დაგმობისკენ მოუწოდა.