ანგელა მერკელი ირანთან დადებულ ბირთვულ ხელშეკრულებაზე ალაპარაკდა
გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, ირანთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა გაუქმდეს. მას მიაჩნია, რომ ამ თემაზე მოლაპარაკებების პროცესში, დამატებითი მხარეების ჩართვის საკითხი უნდა დადგეს.
ეს განცხადება ანგელა მერკელმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანს ჩრდილოვანი ბირთვული პროგრამის წარმოებაში დასდო ბრალი. პრესასთან გამართილ შეხვედრაზე, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ ისრაელს ამ ბრალდების დასამტკიცებლად ყველა საჭირო სამხილი გააჩნია, რისი დემონსტრირებაც ჟურნალისტების თანდასწრებით მოახდინა.
ანგელა მერკელმა კი ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ ირანის პოლიტიკური გავლენა სირიაზე და ქვეყნის საბრძოლო რაკეტებით მომარაგების საკითხი, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან ერთად, სასწრაფო რეჟიმშია განსახილველი.
მერკელის პარტიაში კი აცხადებენ, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს პრეზენტაცია ირანის ჩრდილოვანი ბირთვული პროგრამის შესახებ არაფრისმთქმელი იყო. პარტიაში გაოცებას ვერ მალავენ, თუ რატომ გამოაქვს ნაჩქარევი დასკვნები ამერიკის შეერთებული შტატების სახემლწიფო მდივან მაიკლ პომპეოს, მაშინ, როდესაც ნეთანიაჰუს მასალები ჯერ არც კი შეუსწავლიათ.