თურქეთში მოქმედი ქურთული ოპოზიცია პრეზიდენდობის კანდიდატად თავისი ლიდერის წარდგენას გეგმავს

თურქეთში მოქმედი პრო-ქურთული პარტია, მის ერთ-ერთ ლიდერს სალეჰატინ დემირტასს 24 ივნისს დანიშნული საპრეზიდენტო არჩევნების კანდიდატად წარადგენს. აღსანიშნავია, რომ სალეჰატინ დემირტასი ამ დროისთვის დაპატიმრებულია თურქეთის სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების ხელყოფის ბრალდებით.
ექსპერტების აზრით, სალეჰატინ დემირტასს ამ დროისთვის ელექტორატის მხოლოდ 10-12% უჭერს მხარს, თუმცა საპრეზიდენტო არჩევნების პირველ რაუნდში ის მაინც კონკურენციას გაუწევს რეჯეფ ტაიფ ერდოღანს. არსებული ინფორმაციით სალეჰატინ დემირტასის სახალხო დემოკრატიულ პარტიას, თურქეთის ნაციონალურ ასამბლეაში მოხვედრის დიდი შანსებიც გააჩნია.
სალეჰატინ დემირტასი ერთადერთი ქურთი ეროვნების პოლიტიკოსია, რომელიც 2015 წელს გამართულ არჩევნებზე საკმაოდ ძლიერი კონკურენტი აღმოჩნდა, რომელიც ქურთი და თურქი ეროვნების ამომრჩევლებში თანაბარი პოპულარობოთ სარგებლობდა.
ცნობისათვის, სალეჰატინ დემირტასს სასამართლო, დანაშაულებრივ ორგანიზაციად შერაცხულ „ქურთ მუშათა პარტიასთან“ კავშირს ედავება და, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, სამუდამო პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები