ქსნის ხეობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თემაზე სემინარი გაიმართა
ქსნის ხეობის (ხეობის ზემო წელი) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის თემაზე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სამეცნიერო სემინარი ჩატარდა.
ფორუმი სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის კვლევის სამსახურის ინიციატივით წარიმართა.
სახელმწიფო უწყების სპეციალისტების მიერ ქსნის ხეობის ზემო წელის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ინვენტარიზაციის პროცესის შესახებ სპეციალური პრეზენტაცია მომზადდა, რომლის საფუძველიც ახალგორის მუნიციპალიტეტიდან იძულებით გადაადგილებულთა დასახლებებში მოძიებული საველე მასალები გახდა. ერთდღიანი სემნარის ფარგლებში წარმოდგენილი იყო მოხსენებები ქსნის ხეობის თემატიკასთან დაკავშირებით.