„ქოლგა თბილისი ფოტო-2018″ – ფოტოკვირეულის გახსნისა და დაჯილდოების ცერემონია გაიმართება
4 მაისს, 20:00 საათზე, „ქოლგა თბილისი ფოტო-2018″ საზეიმოდ გაიხსნება – წლის საუკეთესო პროექტების დაჯილდოებისა და ფესტივალის გახსნის ცერემონიალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსში გამარჯვებული ფოტოების გამოფენასთან ერთად, საქართველოს დედაქალაქი სხვადასხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ გამოფენას უმასპინძლებს, რომლებზეც წარმოდგენილი იქნება როგორც ისტორიულად მნიშვნელოვანი ფოტოები, ისე თანამედროვე ფოტოგრაფიის სხვადასხვა პოზიციის ამსახველი ფოტონამუშევრები.
2018 წელს ფოტოკვირეულის ფორმატი კიდევ უფრო მრავალფეროვანი იქნება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გაეცნონ როგორც მსოფლიოში სახელგანთქმულ კლასიკური ფოტონამუშევრებს, ისე თანამედროვე საერთაშორისო ფოტოგრაფების ინდივიდუალურ და ჯგუფურ გამოფენებს.
“ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში გაიმართება უფასო ვორკშოფები, სემინარები და პორტფოლიოების განხილვები. საგანმანათლებლო ღონისძიებები ჩატარდება ფოტოექსპერტების, კურატორების და ფოტოგრაფების ხელმძღვანელობით. განათლების სექციის განვითარება “ქოლგა თბილისი ფოტოს” ფარგლებში ხაზს უსვამს ჩვენს ხედვას, რაც ფოტოხელოვნების, როგორც საქართველოში მედიის ერთ-ერთი ახალი ფორმის, კიდევ უფრო პოპულარიზაციასა და განვითარებას გულისხმობს.
მუსიკალური მასპინძელია: Killages.
„ქოლგა თბილისი ფოტო 2018“-ს წარმოადგენს „ჰუავეი პ20“ სერია.
გენერალური პარტნიორი – „თი-ბი-სი ბანკი“.
ფესტივალი ტარდება „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში.
დასწრება უფასოა.
მისამართი: დოდო აბაშიძის ქ.10, ყოფილი „ტეცის“ შენობა.