„ქოლგა თბილისი ფოტო“: ანრი კარტიე-ბრესონის გამოფენა პარიზის თემას მიეძღვნება

3 მაისს, 19:30 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი,  „ქოლგა თბილისი ფოტოს“ ფარგლებში, ფრანგი ფოტოხელოვანის, ანრი კარტიე-ბრესონის ფოტოგამოფენას უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, ეს გამოფენა პარიზის თემას ეძღვნება.
„მსოფლიოს ულამაზესი  ქალაქიც კი მხოლოდ იმას გასცემს, რაც გააჩნია.  გასცემს იმისთვის, ვისაც ამის დანახვა, მიღება და შეყვარება  შეუძლია“, – წერდა ვერა ფეიდერი.
ანრი კარტიე ბრესონს პარიზის ერთი ბოლოდან მეორემდე სეირნობისას, დღისით თუ ღამით,  მისი შეგრძნება არასოდეს დაუკარგავს. ამგვარად, ეს გამოფენა პარიზის ყველა ფოტოს აერთიანებს, ძველს თუ ახალს, ცნობილს  თუ სრულიად უცნობს“, – აღნიშნულია გამოფენის ინფორმაციაში.
1955 წელს მისი პირველი გამოფენა ლუვრში, მარსანის პავილიონში მოეწყო. იმავე წელს, Tériade-მა მისი წიგნი „ევროპელები“ გამოსცა.
1968 წლიდან უკვე ნაკლებად მოღვაწეობდა ფოტოგრაფიაში და უფრო ხატვას და ფერწერას მისდევდა. 2003 წელს, მეუღლესა და ქალიშვილთან ერთად, მან ანრი კარტიე-ბრესონის ფონდი დააარსა პარიზში, რომელსაც მისი ნამუშევრების დაცვაზე უნდა ეზრუნა.
კარტიე-ბრესონმა არაერთი ბრწყინვალე პრიზი, ჯილდო და საპატიო დოქტორის წოდება მიიღო. 2004 წლის 3 აგვისტოს, თავის პროვანსის სახლში, 96 წლისთავამდე რამდენიმე კვირით ადრე გარდაიცვალა.
მის: სიონის ქ.8.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები