ვახტანგ ჯავახაძის საჯარო ლექცია – ,,გალაკტიონი და მურმან ლებანიძე” – გაიმართება
4 მაისს, 17:00 საათზე, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი ვახტანგ ჯავახაძის საჯარო ლექციას: ,,გალაკტიონი და მურმან ლებანიძე” უმასპინძლებს.
როგორც „კვირას“ თბილისის მუზეუმების გაერთიანებიდან აცნობეს, მურმან ლებანიძე იყო პირველი პოეტი, რომელმაც თავის დიდ მასწავლებლად აღიარა გალაკტიონ ტაბიძე. პირადად ეპიზოდურად ხვდებოდა პოეტს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი, 1973 წელს, პოეტის მშობლიურ სახლში, ჭყვიშში, მთელი კვირა გაატარა და დაწერა ლექსების ციკლი გალაკტიონზე.
1982 წელს მურმანმა შეადგინა და გამოსცა გალაკტიონის რჩეული ლექსების ერთტომეული.
1986 წელს მურმანის ინიციატივით პოეტის მშობლიურ სოფელ ჭყვიშში, პირველად წესი აუგეს და პანაშვიდი გადაუხადეს გალაკტიონს.
1990 წელს მურმან ლენამიძემ დაწერა საინტერესო წერილი – „10 დღე გალაკტიონთან“, სადაც გაიხსენა 1958 წლის მოსკოვში ქართული ხელოვნება და ლიტერატურის დეკადა.
მურმან ლებანიძემ შეადგინა აგრეთვე გალაკტიონის პროზაული კრებული, რომლის გამოცემაც ვერ მოასწრო და წიგნი გამოიცა მხოლოდ 2004.
მისამართი: მარჯანიშვილის 4, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალური ბინა-მუზეუმი.