აშშ-ის სასამართლომ, ირანს, 11 სექტემბრის ტერაქტის დროს გარდაცვლილთა ოჯახების სასარგებლოდ, მილიარდობით დოლარის გადახდა დააკისრა

ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანს, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახებისთვის, მილიარდობით დოლარის კომპენსაცია დაეკისრა.
უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკა, ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსი და ირანის ცენტრალურ ბანკი, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტისას დაღუპული 1008 ადამიანის გარდაცვალებაშია თანამონაწილე. აქედან გამომდინარე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მთავრობას, სხვადასხვა ოდენობის კომპენსაციის გადახდა დაევალა.
მაგალითად, ტერაქტის დროს გარდაცვლილთა მეუღლეებს ირანმა 12,5-12,5 მილიონი დოლარი უნდა გადაუხადოს, ასევე 8,5-8,5 მილიონი დოლარი- გარდაცვლილთა მშობლებს და შვილებს, 4,5-4,5 მილიონი დოლარი კი მსხვერპლთა და-ძმებს.
ცნობისათვის, 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა ოჯახის წევრებმა, ირანის წინააღმდეგ სარჩელი, 2004 წელს შეიტანეს ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოში, რომელმაც საბოლოო ვერდიქტი ახლახან გამოიტანა და ირანი, მომხდარში, დამნაშავედ სცნო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები