შავ ზღვაში ნატო-ს გემები გამოჩნდნენ
შავ ზღვაში ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მეორე სამხედრო-საზღვაო ჯგუფის რამდენიმე ხომალდი შემოვიდა. არსებული ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში ესპანეთის, თურქეთის და გერმანიის ფრეგატები შედის.
რამდენიმე თვით ადრე, რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანატოლი პეტრენკომ განაცხადა, რომ რუსეთი არ შეეწინააღმდეგებოდა, შავი ზღვის აკვატორიაში ნატო-ს გემების შემოსვლას.
ამ დროისთის უცნობია, თუ რომელი ქვეყნის მიმართლებით აქვთ გეზი აღებული ნატოს ფრეგატებს.